17:27 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-25 10:48:01, 1503 ნახვა

ეკონომიკა
ამერიკის სავაჭრო პალატის და MAC Georgia-ს პროგრამის ფარგლებში 61 სტიპენდიატი გამოვლინდა - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

უკვე მეორე წელია, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ამერიკის სავაჭრო პალატა და MAC Georgia ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სტიპენდიატებს ასახელებს და მათ სწავლის საფასურსა და საცხოვრებელ ხარჯებს უფინანსებს.

2024-2025 სასწავლო წლის გამარჯვებულები ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ ცერემონიაზე გამოვლინდნენ, რომელიც რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა.

წელს სტიპენდია 35-მა სტუდენტმა მიიღო.

ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი ორგანიზაციები სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამებს, ინგლისური ენის კურსებს და სხვადასხვა ტრენინგებს ახორციელებენ.

“საქართველოს ბანკი სტუდენტების მხარდაჭერას განაგრძობს. ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად კი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. მათ შორის ერთ-ერთი ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამაა. უკვე მეორე წელია, პარტნიორებთან ერთად სტუდენტებს სწავლის ხარჯებს სრულად, ხოლო საცხოვრებელ ხარჯებს ნაწილობრივ ვუფინანსებთ. ორი წლის განმავლობაში 61 სტიპენდიატი გამოვლინდა და  ვიმედოვნებთ, მომავალში ეს რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

ამერიკის სავაჭრო პალატის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

MAC Georgia-ს შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ალიევმა გაათავისუფლა საფრანგეთის ორი მოქალაქე რომლის გამოც ორი რუსი ოლიგარქი სანქციების სიიდან ამოიღეს
80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება
გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ
წითლიძე- აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics