|
2025-01-23 11:39:58, 457 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკური ნიშნით დევნაში ბრალდებული, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ასევე გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს. სხდომას ალეკო ელისაშვილიც ესწრება. როგორც მან პროცესზე აღნიშნა, თავს დამნაშავედ არ ცნობს. როგორც სხდომის დაწყებამდე პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 2024 წლის 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ალეკო ელისაშვილმა „აზერბაიჯანთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარეს და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებელს ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. პროკურორის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეში არაერთი მტკიცებულება არის, სადაც სრულყოფილად ასახულია ალექსანდრე ელისაშვილის მიერ ძალადობის ფაქტი. ზვიად გუბელაძის თქმით, მომხდარის მოტივი არის პოლიტიკური მოღვაწეობა, რადგანაც დაზარალებული ალი ბაბაევი იყო ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. „ობიექტური პირი, ვინც ამ ვიდეო-ჩანაწერს ნახავს, დარწმუნდება, რომ ეს თავდასხმა იყო ცალმხრივი. ალექსანდრე ელისაშვილი ზურგის არიდან დაესხა თავს დაზარალებულს, მას ჯერ მიაყენა სიტყვიერი და შემდგომ ფიზიკური შეურაცხყოფა“, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ. სხდომის დაწყებამდე მედიასთან ისაუბრა ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ. „დაზარალებულის ჩვენების გარდა, მტკიცებულება არ არსებობს. პროკურატურას არ აქვს შეფასებული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ე.წ. დაზარალებულის ქმედება ალეკო ელისაშვილის მიმართ, დაკავების დროს ძალადობის მდგომარეობა და საერთოდ ეს საქმე შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს, იმიტომ, რომ მტკიცებულება, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დევნას ადასტურებს, საქმეში არ არის. როგორ შეუძლია პროკურორმა თქვას, რომ ეს იყო პოლიტიკური ნიშნით თავდასხმა, როცა ხმა არ აქვს ვიდეოს და პოლიტიკური ნიშნით თავდასხმა, როგორ ამოიცნო უხმო ვიდეოში, ცოტა გასაკვირია“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ. ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პროკურატურის შუამდგომლობის შემდეგ შეეცვალა. ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)