|
2025-01-22 20:44:32, 662 ნახვა
საზოგადოება
ალექსი მამულია - ციხის პირობებში შეზღუდული აბსოლუტურად არაფერში არ ვიყავით ზეწოლას და ძალადობას ადგილი არ ჰქონია
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებულმა ალექსი მამულიამ, გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ მისი და ივანე ჯაფიაშვილის განთავისუფლებაში დიდი წვლილი შეიტანეს სახელმწიფო სტრუქტურებმა, კერძოდ კი, უსაფრთხოების სამსახურმა. ალექსი მამულიამ აღნიშნა, რომ ცხინვალის ციხეში მასზე ზეწოლა და ძალადობა არ განხორციელებულა, ხოლო ზოგადად მოპყრობა იყო კარგი. „ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ, ექიმი ვარ, ახლობელთან შესახვედრად ვიყავი, ვისთვისაც უნდა ჩამეტარებინა კონსულტაცია. ცხინვალში მცხოვრებია ეს ადამიანი, ქართველია წარმოშობით. ის უნდა მოსულიყო ახლოს საოკუპაციო ზოლთან. რა თქმა უნდა, საზღვარი, ადგილმდებარეობა არ ვიცოდი, გავიყოლე ჩემი ნათესავი ივანე ჯაფიაშვილი, რომელმაც მიმასწავლა საზღვარი და ის ადგილი, სადაც უნდა შევხაროდი. ჩვენი ფიქრით, არ გადაგვიკვეთია საოკუპაციო საზღვარი, მაგრამ რუსებმა ჩათვალეს, რომ ჩვენ გადაკვეთილი გვქონდა. სრულიად მოულოდნელად მოგვადგნენ იარაღებით და ნიღბებით და განგვიცხადეს, რომ ჩვენ დავარღვიეთ საზღვარი. წაგვიყვანეს ცხინვალის სამხედრო ბაზაზე, სადაც დაკითხვა ჩატარდა და შემდეგ გადაგვიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც გვამყოფეს შვიდი დღე. მეშვიდე დღეს სასამართლო ჩაგვიტარდა", - განაცხადა ალექსი მამულიამ. როგორც მან აღნიშნა, ციხეში პირობები კარგი იყო და მათ შეზღუდვები არ ჰქონიათ. „მოპყრობა იყო კარგი, პირობები კარგი, ციხის პირობებში შეზღუდული აბსოლუტურად არაფერში არ ვიყავით. ზეწოლას და ძალადობას ადგილი არ ჰქონია, კვება ნორმალური იყო“, - დასძინა ალექსი მამულიამ. ინფორმაციისთვის, ალექსი მამულია და ივანე ჯაფიაშვილი, რომლებმაც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებულნი, თავისუფლები არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათი გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)