|
2025-01-22 15:58:49, 574 ნახვა
საზოგადოება
ეთერ თურაძე - მზია ამაღლობელი პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლია, შეეშვით მისი გაშავებას
„დღეს მქონდა მცდელობა, შევხვედროდი შალვა პაპუაშვილს, რომელიც ამ ადმინისტრაციულ შენობაში (პარლამენტში) გადაწყვეტილების მიმღები პირია. მინდოდა მისთვის მეცნობებინა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მას სხვადასხვა ტიპის ჯანმრთელობის დარღვევები აქვს, თუმცა ღრმა დეტალებში არ შევალ.“ - ამის შესახებ „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ, პარლამენტის უკანა შესასვლელთან გამართულ აქციაზე განაცხადა. თურაძე მიიჩნევს, რომ მზია ამაღლობელი პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლია. „ბათუმელების“ რედაქტორმა შალვა პაპუაშვილს და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს სთხოვა, „შეეშვან მისი და მზია ამაღლობელის გაშავებას“. „ვთვლი, რომ მზია ამაღლობელი პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლია. შესაბამისად, დღეს მქონდა მცდელობა, შევხვედროდი შალვა პაპუაშვილს პარლამენტში, გადაწყვეტილების მიმღებ პირს. მისთვის ინფორმაციის გადასაცემად მისი თანაშემწეების და სხვა პირების მეშვეობით ვცადე დაკავშირება. ასევე, მივწერე პირადი მესიჯი ტელეფონის ნომერზე, თუმცა მასთან კომუნიკაცია ვერ შედგა. როგორც მითხრეს, მასთან კავშირის დამყარება ვერ შეძლეს და არც ჩემს მესიჯზე უპასუხია. ახლა კი მინდა გითხრათ, რა მივწერე შალვა პაპუაშვილს. მინდოდა მისთვის მეცნობებინა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას ჯანმრთელობის რამდენიმე სახის დარღვევა აქვს, თუმცა ამ თემაში ღრმა დეტალებში არ შევალ. ასევე, მინდოდა მეთქვა, რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედებს კონსტიტუცია და რომ უნდა შეეშვას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას და მზია ამაღლობელის გაშავებას. ეს არ არის სწორი არც პოლიტიკურად, არც კაცურად და არც ნებისმიერი სხვა გაგებით. არასწორია, როდესაც ქალი, რომელიც სინდისის პატიმარია, ყოველდღიურად ხდება თავდასხმების მსხვერპლი. საჭიროა, რომ თავიანთი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდონ და მხოლოდ ამის შემდეგ განაცხადონ, რომ მზია დამნაშავეა. ამიტომ მე მოვუწოდებ და ვთხოვ, რომ ეს პროცესი შეწყვიტოს. ასევე, მზად ვარ, მას მარტო შევხვდე და ავუხსნა დეტალები, რადგან მე ვიყავი იმ მოვლენების თვითმხილველი, რაც იმ ადგილზე ხდებოდა. რა თქმა უნდა, მას აქვს უფლება, არ გაიზიაროს ჩემი მონათხრობი, მაგრამ მე მას და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს დაჟინებით ვთხოვ, შეეშვან მზია ამაღლობელის გაშავებას. ისედაც დიდი მანქანა მუშაობს მის წინააღმდეგ და მათ აღარ უნდა დაუშვან ტროლებისა და ბოტების გამოყენება.“ - განაცხადა თურაძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)