|
2025-01-22 13:25:13, 624 ნახვა
სამართალი
სასამართლოში აქციაზე დაკავებული პირის, არჩილ მუსელიანცის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს - მას პარლამენტთან დამონტაჟებული ვიდეო-კამერებისთვის ცეცხლის წაკიდებას ედავებიან
თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული პირის, არჩილ მუსელიანცის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მას პარლამენტთან დამონტაჟებული ვიდეო-კამერების დაზიანებას, კერძოდ კი ცეცხლის წაკიდებას ედავებიან. სხდომას ბრალდებული არჩილ მუსელიანციც ესწრება, რომელმაც თქვა, რომ მისი დაკავება უკანონოდ მოხდა და მისი უფლებები დაკავების მომენტიდან დაირღვა. კერძოდ, მუსელიანცის თქმით, ის სამართალდამცველებმა მოტყუებით დააკავეს და დაკითხვის ოქმზეც ხელი მოტყუებით მოაწერინეს. მისი თქმით, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ თვლის და „რეჟიმის პროკურატურასთან თანამშრომლობას“ არ აპირებს. „დაკავების, დაკითხვის პროცესი იყო უკანონო. დაკავების პროცესი განხორციელდა მოტყუებით, დაკავების დრო იყო სხვა და ოქმში აღნიშნული დრო კი, სხვა. [ასევე ადგილი ჰქონდა] დაკითხვის ოქმებში მოტყუებით ხელმოწერას. იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, შანტაჟი მუქარა ზეწოლა და ა.შ. არ ვაპირებ არანაირ თანამშრომლობას რეჟიმის პროკურატურასთან, არც დათმობას. ბრალდებას, რაც წარმიდგინეს არ ვაღიარებ. საპროცესო შეთანხმებაზე ხომ საუბარი ზედმეტია“, - განაცხადა მუსელიანცმა სასამართლო სხდომაზე. ადვოკატ დიმიტრი ვარდიაშვილის თქმით, სამართალდამცველებმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებისას სცემეს. ამასთან, ადვოკატის თქმით, მუსელიანცი დაკავების შემდეგ 5 დღე ადვოკატის გარეშე იყო. ადვოკატმა სხდომაზე, ბრალდების მხარის მხრიდან წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა, რადგან მისი თქმით, ისინი საპროცესო ნორმების დარღვევით არის მოპოვებული. „არჩილ მუსელიანცს ედავებიან ცეცხლის წაკიდებას პარლამენტთან დამონტაჟებული კამერაზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას არ აღიარებს. მასზე იყო, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ზეწოლა. მას სთავაზობდნენ გარიგებას, თუ დაადებდა ხელს რომელიმე პოლიტიკოსს, ვინც უხდიდა თანხას, ასეთ შემთხვევაში შეიძლებოდა, რომ გაეშვათ. აჩვენებდნენ თითქმის ყველა პოლიტიკოსის სურათებს, ესენი არიან არა მთავრობის წარმომადგენლები, არამედ ოპოზიციის წარმომადგენლები. თქვა, რომ ტელეფონში მაჩვენებდნენ სურათებს და შენ დაგვიდე ხელი, ვინ გიხდის თანხასო“, - განაცხადა დიმიტრი ვარდიაშვილმა. რაც შეეხება სამართალდამცველების მხრიდან ფოტოების ჩვენების ნაწილს, როგორც სხდომაზე პროკურორმა აღნიშნა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო. რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას, რომ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება დაუშვებლად იყოს ცნობილი, პროკურორის თქმით, აღნიშნული მოთხოვნა დაუსაბუთებელია. არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში არჩილ მუსელიანცს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო – დააცარიელეთ სურვილების სია
მოსამართლემ ზაზა ბიბილაშვილი სხდომიდან გააძევა
გაგა გიგაშვილი 3 წლის თაიაზე: 8 საათის განმავლობაში ხელში სათამაშო და თმის სამაგრი ეჭირა. დაახლოებით კორპუსის სამი სართულის ნანგრევები ეყარა ბავშვს თავზე
მეხანძრე-მაშველი ბექა დაუდაშვილი 3 წლის თაიას გადარჩენაზე: ეს ემოცია დაუვიწყარია
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



