16:18 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-22 11:36:44, 451 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა არ გამორიცხა პუტინზე ზეწოლა უკრაინაში მშვიდობისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის „დიდი ალბათობით“ დააწესებს ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უარს იტყვის უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებაზე, - იტყობინება საინფორმაციო სააგენტო dpa.

თეთრი სახლის ხელმძღვანელმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მზად არის შეხვდეს რუსეთის ლიდერს და უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის "როდესაც მათ სურთ". ტრამპმა ასევე კიდევ ერთხელ ეჭვქვეშ დააყენა უკრაინის ომის მსხვერპლთა ოფიციალური რაოდენობა. მისი თქმით, ომმა უკვე შეიწირა „მილიონობით ადამიანის სიცოცხლე“. ამრიგად, ამერიკის პრეზიდენტის შეფასებით, მოსკოვის ზარალი დაახლოებით 800 ათასი ადამიანია, ხოლო კიევის 600-დან 700 ათასამდე ადამიანი.

ტრამპმა ასევე გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინის დახმარებისთვის არაპროპორციულად მაღალი ფინანსური ტვირთი აკისრია ნატოს სხვა ქვეყნებთან შედარებით და მოუწოდა ალიანსის პარტნიორებს გაზარდონ თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 5 პროცენტამდე. "ეს უფრო მათზეა, ვიდრე ჩვენზე. ჩვენ შორის ოკეანეა, არა? ამ პატარა ნივთს ოკეანე ჰქვია", - ხაზგასმით აღნიშნა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
დააკავეს ნაცისტურ-ფაშისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი - შსს
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics