|
2025-01-21 08:26:10, 631 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტი დღეს საქართველოში პოლიტიკურ არეულობაზე დებატებს გამართავს
ევროპარლამენტი დღეს, 21 იანვარს საქართველოს საკითხზე დებატებს გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ევროპარლამენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით, ბრიუსელიდან იუწყება, ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატების თემაა: „პოლიტიკური არეულობა და მიმდინარე რეპრესიები“ საქართველოსა და ბელარუსში. დებატები თბილისის დროით 16:00-ზეა ჩანიშნული. გარდა ევროპარლამენტის დებატებისა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენებას წარადგენენ. სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 27-31 იანვარს გაიმართება. სესიის პირველ დღეს, 27 იანვარს, 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენებას წარადგენენ. მოხსენების ინიციატორია PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელი იულიან ბულაი. შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოს საკითხებში თანამომხსენებლების კლოდ კერნის (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელას (პორტუგალია, SOC) შემადგენლობით, საქართველოს ფაქტების დამდგენი მისიით 14-16 იანვარს ესტუმრა. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის მიერ ვალდებულებების შესრულების შეფასება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)