|
2025-01-17 19:35:59, 678 ნახვა
სამართალი
სააკაშვილის საქმეზე პროკურორის დასკვნითი სიტყვა - 9 მილიონი ლარი პირადი ფუფუნებისთვის დაიხარჯა
თბილისი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე პროკურორმა გიორგი მუჯირმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. მისი განცხადებით, ბრალდებულებმა სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები პირადი მიზნებისთვის და გარემოცვის ფუფუნებისთვის გამოიყენეს. პროკურორის თქმით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ სააკაშვილსა და ჯანაშიას შორის კორუფციული სქემა არსებობდა, რომლის ფარგლებშიც 3 წლისა და 9 თვის განმავლობაში 9 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხა უკანონოდ დაიხარჯა. „9 მილიონი ლარიდან არცერთი თეთრი ლეგიტიმური სახელმწიფო ინტერესისათვის არ გამოუყენებიათ,“ – აღნიშნა მუჯირმა. საქმეში დეტალურად არის აღწერილი ისეთი ხარჯები, როგორებიცაა: • თინა ბოკუჩავასთვის „ეიფლის“ მობილური ტელეფონის გადაცემა; • მარიამ საჯაიასთვის 3,500 ლარად ნაყიდი ოქროს სამკაული; • ვერა ქობალიასთვის პასპორტის აღება, სადაც იგი ინვალიდად იყო მოხსენიებული. პროკურატურის მტკიცებით, ხარჯები, რომლებიც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მოხდა, პირადი ფუფუნებისა და კომფორტის შესაქმნელად იყო განკუთვნილი. საქმეს, რომელსაც საზოგადოება „პიჯაკების საქმეს“ უწოდებს, მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას ჯგუფური გაფლანგვის მუხლით ედავებიან. სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნულ საქმეზე უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ფონიჭალაში ტრაგედიის ადგილზე მოქალაქეებს ყვავილები, სანთლები და სათამაშოები მიაქვთ
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო – დააცარიელეთ სურვილების სია
მოსამართლემ ზაზა ბიბილაშვილი სხდომიდან გააძევა
გაგა გიგაშვილი 3 წლის თაიაზე: 8 საათის განმავლობაში ხელში სათამაშო და თმის სამაგრი ეჭირა. დაახლოებით კორპუსის სამი სართულის ნანგრევები ეყარა ბავშვს თავზე
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



