|
2025-01-17 16:17:38, 560 ნახვა
სამართალი
შსს-სთან მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამოცემა "ბათუმელების" დირექტორის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს - ადგილზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილები, რომლებიც მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ. პროტესტის რეჟიმში გადასული ჟურნალისტები არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული პოლიციის მაღალჩინოსნისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებასაც მოითხოვენ. "მედიასთან ომს ვერ მოიგებთ" - სკანდირებენ პროტესტის ავანგარდში მოქცეული მოქალაქეები, რომელთაც ადგილზე ბანერები აქვთ მიტანილი შინაარსით, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი. შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს. მას ედავებიან ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას და ამისთვის პროკურატურა მისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითხოვს (სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი). 14 იანვარს მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა. ამაღლობელის დაკავებას მგმოეხმაურა მრავალი საერთაშორისო ინსტიტუტი და ორგანიზაცია. "რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე" და ევროკავშირმა ამაღლობელის უპირობო გათავისუფლება მოითხოვეს. #თავისუფლებამზიას
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)