06:48 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-14 20:00:22, 988 ნახვა

საზოგადოება
15 იანვარს თბილისის კონკრეტულ უბნებს, წყლის მიწოდება შეეზღუდებათ

15 იანვარს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, ავთო ვარაზის ქუჩა N2-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 15 იანვარს საღამოს 18:00 საათიდან 16 იანვრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნუცუბიძის I, II, IV და V მიკრორაიონებსა და კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩა N 211, 221, 223, ჟღენტის, შავგულიძის N7, 7ა, მინდელის N 3, 5, პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის, მხატვართა და ძოწის ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას მე-5 კვარტლის მე-4 კორპუსს, ვარაზის, თვალჭრელიძის, ბანძელაძის, ზარწემის, ტაბიძის, ქვემო აჟარის, ზაალიშვილის, აფხაიძის, კვაჭაძის, ბიწაძის, კედარის ქუჩებს; კაპანელის ქუჩას და შესახვევს, ფერმწერთა ქუჩას, შესახვევებსა და ჩიხებს, სოფელ თხინვალას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics