04:40 - 14 Feb, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-14 16:44:28, 303 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - პოლიციის მაღალჩინოსანზე ხელის გარტყმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით განსახილველი არ არის

როდესაც საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, პოლიციის მაღალჩინოსანზე ხელის გარტყმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით განსახილველი არ არის - სასამართლომ გადაწყვეტილება იმ შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო, რომლის შინაარსი გულისხმობს ამას: - არის კონკრეტული ადამიანი, რომელიც ინტენსიურად ცდილობს დესტაბილიზაციის ატმოსფერო შექმნას, შეინარჩუნოს, პოლიციელს შეურაცხყოფა არა მხოლოდ პირადი ანგარიშსწორების, არამედ კონკრეტული მიზნით მიაყენოს! - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას.

ვოლსკის შეფასებით, „აქ არ არის ხელის ჩვეულებრივი დარტყმა ან ფიზიკური შეხება ერთი ადამიანის მხრიდან მეორე ადამიანის მიმართ“.

„არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ცდილობს ქვეყანაში დესტაბილიზაციის განცდა და ისეთი ატმისფერო შექმნას, რაც ქვეყნის ინტერესებს და მის უსაფრთხოებას უპირისპირდება.

ისეთი ტენდენციის გაგრძელებას, როგორიცაა პოლიციისთვის პიროტექნიკის სროლა, ხელის გარტყმა თუ ქვის დაშენა, მარტო სამართლებრივი ასპექტი არ ახასიათებს.

სასამართლომ გადაწყვეტილება იმ შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო, რომლის შინაარსი სწორედ ამას გულისხმობს: - არის კონკრეტული ადამიანი, რომელიც ინტენსიურად ცდილობს დესტაბილიზაციის ატმოსფერო შექმნას, შეინარჩუნოს, პოლიციელს შეურაცხყოფა არა მხოლოდ პირადი ანგარიშსწორების, არამედ კონკრეტული მიზნით მიაყენოს! ეს ადამიანი ერთ-ერთი ლიდერია, ვისაც ასეთი პროცესების განვითარებაში მიუძღვის წვლილი.

ადამიანის მიმართ რაიმე ზომის გატარება ჩემზე მორალურად ძალიან მოქმედებს, მაგრამ ყველანი ვხედავთ, რომ ეს არ არის კონკრეტული ადამიანის დანაშაული კონკრეტული ადამიანის მიმართ. ზოგადად, ეს არის სერიოზული საფრთხის შემცველი ქმედებები საზოგადოების მიმართ.

ვისურვებდი, არ იყოს იმის აუცილებლობა, რომ ვინმე დააკავონ და პატიმრობა შეუფარდონ, მაგრამ სახელმწიფო ასეა მოწყობილი - როცა სახელმწიფოს წინააღმდეგ ასეთი ბრუტალური დაპირისპირება მიმდინარეობს, იქნება ეს პიროტექნიკის სროლა, ქვების დაშენა, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა თუ პოლიციელის განზრახ შეურაცხყოფა, რათა ამან დესტაბილიზაციის ფორმები შეიძინოს, რა საკვირველია, სახელმწიფოს ამაზე რეაგირება მართებს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მძიმე დარტყმა რეჟიმს - ევროპარლამენტმა ოცნების მთავრობას თვითგამოცხადებული უწოდა
15 წლის მოციგურავე ინგა გურგენიძემ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქრო მოიპოვა
ოცნებას და ივანიშვილს მიაჩნიათ, რომ ე.წ დიფ სთეითი გაანადგურებს ევროკავშირს
Sputnik აზერბაიჯანის თანამშრომლები ბაქოში ერთამდე შემცირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics