02:17 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-14 16:17:34, 471 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ოლიგარქის რეჟიმი 11 წლის მოსჯას მიპირებს, იქნებ, ახლა მაინც აღარ დახუჭოთ თვალი უსამართლობაზე

ოლიგარქის რეჟიმი 11 წლის მოსჯას მიპირებს. ვინც ჯერ კიდევ არ მიიჩნევთ ჩემს ტყვეობას პოლიტიკურ პატიმრობად, იქნებ ახლა მაინც აღარ დახუჭოთ თვალი უსამართლობაზე, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, ვისაც ჰგონია, რომ ამ თუნდაც უსამართლო „განაჩენით“ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს ანეიტრალებს, არ უნდა დაავიწყდეს, რომ ხვალ, შეიძლება, მათაც მიადგნენ.

„ოლიგარქის რეჟიმი 11 წლის მოსჯას მიპირებს დონალდ ტრამპის და სხვა ცნობილი ლიდერების საქართველოში ვიზიტების დროს გაწეული ხარჯებისთვის, ისევე როგორც პრეზიდენტ კაჩინსკის და ვაცლავ ჰაველის გასვენებაში მიტანილი გვირგვინებისთვის, ასევე ოფიციალური ღონისძიებებისთვის, პიჯაკების ყიდვისთვის.

ჰოდა, ვინც ჯერ კიდევ არ მიიჩნევს ჩემს ტყვეობას პოლიტიკურ პატიმრობად, იქნებ ახლა მაინც აღარ დახუჭოთ თვალი უსამართლობაზე, ხოლო ვისაც გგონიათ, რომ ამ თუნდაც უსამართლო „განაჩენით“ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს ანეიტრალებთ, არ დაგავიწყდეთ, რომ ხვალ, შეიძლება, თქვენც მოგადგნენ“, – წერს სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics