2025-01-14 15:52:44, 335 ნახვა
პოლიტიკა
EU ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებას კენჭს თვის ბოლომდე უყრის
![]() ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი, აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები 2025 წლის იანვრის ბოლომდე უყრიან კენჭს ევროკომისიის ინიციატივას დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე. „ჩვენ გამოვედით წინადადებით, რომ ნაწილობრივ შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება, რათა საქართველოში გაცემული დიპლომატიური სამსახურის პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნები შემოვიღოთ“, - განაცხადა მარტა კოსმა 14 იანვარს და დასძინა: „ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ ინიციატივას კენჭს იანვრის ბოლოსთვის უყრიან“. 2024 წლის 20 დეკემბერს, - ბრიუსელში ამ თემაზე დისკუსიების კვალდაკვალ, - ევროკომისიამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ევროპულ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებას ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ. საქართველოს მთავრობის 2015 წელს მიღებული 176-ე დადგენილება სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ განმარტავს, რომ სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი ორი ტიპისაა:
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა კაია კალასმა განაცხადა, შეზღუდვა ორივე კატეგორიის პასპორტებს ეხება. მთავრობის 176-ე დადგენილება განსაზღვრავს იმ პირთა სიას, რომლებზეც შეიძლება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გაცემა. დადგენილებაში წლების განმავლობაში არაერთი ცვლილებაა შეტანილი და ამჟამად იგი დიპლომატიური პასპორტების მფლობელთა 41 კატეგორიას განსაზღვრავს.
გიორგი ვაშაძე - უსაფრთხოების საბჭოს ლიკვიდაცია არის რუსული ინტერესებისა და დავალებების შესრულება
ლევან მაჭავარიანი უსაფრთხოების საბჭოზე - არაფერი არ უქმდება, უბრალოდ ფუნქციები გადანაწილდება სამთავრობო სტრუქტურებზე
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უქმდება - უფლებამოსილებას მთავრობა გადაიბარებს
ვუგულშემატკივროთ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს ბანკი ეროვნული საფეხბურთო გუნდების მთავარი სპონსორია
|
რედაქტორის რჩევით
![]() გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
ომი უკრაინაში![]() ანდრეი სიბიგა - ღამით რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური და სასტიკი დარტყმა განახორციელა
![]() რუსებმა კიევს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს, დანგრეულია მრავალსართულიანი შენობები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
|