|
2025-01-14 15:51:29, 384 ნახვა
პოლიტიკა
ნინო დოლიძე - რეპრესიები გრძელდება. ეს არის მცდელობა იმისა, რომ მოქალაქეებმა პროტესტი აღარ გააგრძელონ
„სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის განაცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს ინფორმაციას მიაწვდის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკურ და სამართლებრივ კრიზისს შეეხება. როგორც დოლიძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მისიის წარმომადგენლებს, ასევე, „ქართული ოცნების“ მხრიდან კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებსაც გააცნობენ. „რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას და ვიზიტს, თქვენ იცით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, ეს შეხვედრა საკმაოდ ხანგრძლივი იქნება და სხვადასხვა საკითხს შეეხება. პირველი, უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის არჩევნებს და არჩევნების შემდგომ განვითარებულ პროცესებს. [ჩვენ მათ მოვუყვებით] არსებული სამართლებრივი და პოლიტიკური კრიზისის შესახებ და ჩვენი მხრიდან დანახული აღნიშნული კრიზისის შესახებ. ასევე, მოგვარების გზებზე. მეორე საკითხი ეხება „ქართული ოცნების“ მხრიდან კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, ეს იქნება საარჩევნო კოდექსში განხორციელებული, თუ სხვა ცვლილებები, რომლებიც მათ შორის, მიმართულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ნაწილში და ამ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენი ხედვები, რაც არის ამაზეც ვისაუბრებთ. ამ შეხვედრას ორი ნაწილი ექნება, კერძოდ, ერთი - პოლიტიკური და სამართლებრივი კრიზისი, ხოლო მეორე ზოგადად ცვლილებებს და მიღებულ არადემოკრატიულ კანონებს შეეხება“, - განაცხადა დოლიძემ. გარდა ამისა, დოლიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი „პატიმრობაში დატოვება არის აბსოლუტურად მიუღებელი“. „ჩემი სოლიდარობა მზია ამაღლობელს. ეს არის ძალიან სამწუხარო [გადაწყვეტილება] იმიტომ, რომ ჩვენ დღემდე არ გვყავს დაკავებული ან დასჯილი, რომლებიც დემონსტრანტებს უპირისპირებდნენ, არა მხოლოდ სახეში ურტყამდნენ, არამედ ვიხილეთ არაადამიანური მოპყრობა, წამება. ამიტომ ეს სტანდარტი, რასაც სასამართლოს მხრიდან ვხედავთ, არის გაგრძელდება იმის, რასაც აქამდე ვუყურებდით. რეპრესიები გრძელდება. ეს არის მცდელობა იმისა, რომ მოქალაქეებმა ან პროტესტი აღარ გააგრძელონ, ან შეეშინდეთ, ან აღარ იყოს ხმამაღალი ხმა საქართველოს მოქალაქეების თუ სხვადასხვა ჯგუფების“, - აღნიშნა დოლიძემ. ცნობისთვის, ამ დროისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და აქციებზე დაშავებულ პირებს ხვდებიან.
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)