02:08 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-14 14:44:12, 356 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

“ივანიშვილის არალეგიტიმური მთავრობა, რომელმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ძირი გამოუთხარა ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას, მიმართავს რეპრესიებს და ძალადობას ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ საგანგებო რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტის მიერ იქნა წარმოდგენილი.“ - განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლისას

ბოკუჩავამ ევრო პარლამენტარებს მოუწოდა,  პრეზიდენტის რეზოლუციას მხარი დაუჭირონ. რეზოლუცია მოუწოდებს ევროპის სახალხო პარტიის ყველა წევრს:

არ აღიარონ ქართული ოცნების თვითგამოცხადებული რეჟიმი. მოუწოდონ ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, რაც შესაძლებლობას მისცემს ქართველ ხალხს, თავისუფლად და შიშის გარეშე გამოხატონ თავიანთი ნება;

გააგრძელონ პერსონალური სანქციების დაკისრება, რაც უკვე განხორციელდა ევროკავშირის რამდენი წევრი სახელმწიფოს მიერ.

მოითხოვონ რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ყველა პოლიტიკური პატიმრის, ისევე, როგორც პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ქართული ოცნების არალეგიტიმური საპარლამენტო დელეგაციების არცერთ საპარლამენტო ფორუმზე მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics