|
2025-01-14 13:38:22, 465 ნახვა
სამართალი
პროკურორი - მზია ამაღლობელის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობდა, რაც სასამართლომაც გაიზიარა
სასამართლომ გაიზიარა ძირითადად ის გარემოება, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე იყო. პოლიციელზე თავდასხმა არის სახეზე, ეს მძიმე კატეგორიის დანაშაულია, – ამის შესახებ პროკურორმა, ვლადიმერ თურმანიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მზია ამაღლობელის საქმის განხილვა გაიმართა. პროკურორის თქმით, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა. „დაცვის მხარე აპელირებდა, რომ დაცვის უფლება შეიზღუდა, რაც ასე არ ყოფილა. 12 იანვარს, როცა იქნა დაკავებული, პოლიციის დაწესებულებაში შეყვანიდან 28 წუთში სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა მასთან. შემდეგ იმყოფებოდა ორი ადვოკატი. ოქმები შემიძლია გაჩვენოთ. მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელი დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით, ის გამოვიდა პოლიციიდან ხელწერილით და რამდენიმე წუთში უკვე პოლიციელზე თავდასხმა მოახდინა, ამიტომ იყო განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.პოლიციელზე თავდასხმა არის მძიმე დანაშაული. ჩვენ დავინახეთ, რომ ეს იყო შურისძიება სამმართველოს უფროსის მიმართ, რადგან მისმა მოადგილემ ადმინისტრაციული წესით დააკავა ერთი საათით ადრე. მას ფიზიკურად მიაყენა შეურაცხყოფა. ეს კვალიფიცირდება თავდასხმად. ეს მძიმე კატეგორიის დანაშაულია. საფრთხე რაც ჩვენ დავინახეთ და რაც სასამართლომ გაიზიარა, ეს არის ახალი დანაშაულის ჩადენა“, – განაცხადა პროკურორმა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)