07:36 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 22:13:43, 504 ნახვა

საზოგადოება
თსუს პირველ კორპუსში სტუდენტები შევიდნენ — ისინი უნივერსიტეტში დარჩენას გეგმავენ

თსუს პირველ კორპუსში სტუდენტები შევიდნენ. სტუდენტების განცხადებით, ისინი უნივერსიტეტში აპირებენ დარჩნენ სანამ — არ იქნება ახალი არჩევნები და არ გამოუშვებენ ყველა უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეს.

თსუ-ს სტუდენტებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს და ამასთან, სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს იგივე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდეს.

"საქართველოს უახლესს ისტორიაში ეს პერიოდი თავისი ავტორიტარული სისტემით და დიქტატურით არის ერთ-ერთი უმძიმესი. რეჟიმი გვიზღუდავს თავისუფალი და განსხვავებული აზრის ქონას. ასევე, იგი გვდევნის და ხელ ფეხს გვიკოჭავს ჩვენივე უფლებებისთვის. დღეს სტუდენტები შევიკრიბეთ თსუ-ში, რათა ხმამაღლა გავაჟღეროთ, რომ ჩვენ არ გვეშინია და გავაგრძელებთ სამშობლოსთვის ბრძოლას იქამდე, სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები, რაც გულისხმობს ახალ არჩევნებს და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას, რომელთა რიგებში არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლების სტუდენტები.

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, სანამ ჩვენს თანამებრძოლებს არ მოვუპოვებთ თავისუფლებას და საქართველოს კურსს არ დავაბრუნებთ ევროატლანტიკურ გზაზე. ჩვენი აქ შეკრების მიზეზი კი ერთია, რომ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას ვცვლით. აქამდე თუ სტუდენტები ვიდექით რუსთაველზე და იქიდან ვიძახდით ჩვენს სათქმელს, ახლა სტუდენტები ვიქნებით სასწავლო კერაში და აქ დავრჩებით, სანამ საჭირო იქნება. სხვა უნივერსიტეტებს კი მოვუწოდებთ გააკეთონ იგივე, შემოუერთდნენ თსუ-ს და თეატრალური უნივერსიტეტების ამგვარ ფორმას, ვინაიდან სტუდენტების ხმა ყველაზე ხმამაღლა უნივერსიტეტიდან ისმის. ადმინისტრაციასა და რექტორს მოვუწოდებთ მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და მაქსიმალურად მხარში დაუდგნენ საკუთარ სტუდენტებს, რომლებიც არიან დაკავებულები", — ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics