|
2025-01-13 12:35:08, 486 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ზარქუა აბუ-დაბიში მომხდარ ფაქტზე - პასუხს კი ყოველთვის მიიღებენ ადეკვატური ქართველებისგან!
"ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი ზარქუას მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილმა აბუ დაბიში "მოღალატე და "სამშობლოს გამყიდველი" ეძახა. ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ირაკლი ზარქუა და აცხადებს, რომ ასეთი გადედლებული კაცები ვერასდროს მოახდენენ რევოლუციას, პასუხს კი ყოველთვის მიიღებენ ადეკვატური ქართველებისგან. მანვე აღნიშნა, რომ თუ ასე განიცდიან მიტინგის ამბებს და დაპატიმრებულ მეგობრებს, მაშინ დასასვენებლად არ უნდა დადიოდნენ. „რადგან ასეთი რეაქცია მოყვა ამიტომ თავს ვთვლი ჩემს ახლობლებს მოვუყვე პროვოკატორების მიერ დადგმული სპექტაკლი.. მოკლედ მეგობრებთან ერთად ვარ საემიროებში .. მორიგი გადედლებული პროვოკატორი აქტივისტი გადაგვეყარა აქ, უფრო სწორედ “გაიჩალიჩა” ასე უფრო მართებული იქნება ამის თქმა. თავს დაგვადგა საუზმის დროს, მობილურ მომარჯვებული (ასეთ ვიდეოებში ფულს იღებენ მერე ეს გადედლებული პროვოკატორები) და სანამ პროვოკაციას მოაწყობდა მანამდე მისაღები მიიღო ჩემგან და შემდეგ პოლიცია პოლიციის ყვირილით გავარდა მისაღებში და ამით ამოიწურა დილის ინციდენტი.. ამის შემდეგ გადაგვეკვეთა სასტუმროს შემოსასვლელში და მოვთხოვე პასუხი მაგის საქციელზე საუზმის დროს და მანდაც როგორც სჩვევიათ ამ გადედლებულ კაცუნებს, პოლიციის ძახილით შევარდა სასტუმროში, ხოლო როგორც კი ცოტა დისტანციაზე აღმოვჩნდი ისევ გამოიქცა გინებ-გინებით ეს კაცმაცუნა, ხოლო ვიდეოს გადაღება დაავალა ეტყობა მის მიმდევარ აქტივისტს და ასეთი ვიდეოც გამოაცხვეს! ეს არის რეალობა… ასეთი გადედლებული კაცები ვერასდროს მოახდენენ რევოლუციას ეს კარგად იცოდეს ყველამ! პასუხს კი ყოველთვის მიიღებენ ადეკვატურს ქართველებისგან! ისე, ერთი კითხვა უნდა დავსვა: თუ ასე განიცდი მიტინგის ამბებს.. თუ ასე განიცდით დაპატიმრებულ მეგობრებს, მაშინ დასასვენებლად რა გინდათ? მანდ რატომ არ „ცოტნედადიანობთ“, თქვე „ჩუსტებო”, თქვენა!! P.s პანჩურის გამო შარვალი თუ გაგერღვა, „იზვინი ბრატ“, .. გამოდი და აქაურ „რისეფშენს” ვთხოვ, ამოგიკეროს!“ - წერს ირაკლი ზარქუა
,,ქართული ოცნების" დეპუტატები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მოქალაქეს, რომელმაც მათ მონა უწოდა. ამის ამსახველ ვიდეოს თავად ლაშა გაბიტაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)