04:54 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-12 00:44:29, 580 ნახვა

პოლიტიკა
შსს-სთან მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია იმართება, ჟურნალისტი უკვე გაათავისუფლეს

თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ, ჟურნალისტების საპროტესტო აქცია იმართება, რომლებიც გამოცემა „ბათუმელების და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელის და დირექტორის მზია ამაღლობელის სასწრაფო გათავისუფლებას მოითხოვენ.

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელი გაათავისუფლეს.

„ბათუმში დაკავებებს პირადად ხელმძღვანელობდა, აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსი გრიგოლ ბესელია.

ძალიან კარგად იცოდა, ვინ იყო მზია ამაღლობელი. დააკვა მხოლოდ იმის გამო, რომ დაეშინებინა დამოუკიდებელი მედია. ბათუმელების საგამომცემლო სახლი, მისი საქმიანობით, წლებია რეჟიმისთვის თავის ტკივილად იქცა.

ტვ პირველი მოითხოვს, სასწრაფოდ გათავისუფლდეს უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელი. ჩვენ სოლიდარობა თქვენ! + განაცხადა ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ.

 „ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე „ბათუმელების" დირექტორის, მზია ამაღლობელის უკანონო დაკავებას ეხმაურება:

ერთხელ ასლან აბაშიძემ დაგვაკავა მე და მზია ამაღლობელი და როგორც კი გაიგეს, რომ ჟურნალისტები ვიყავით, ნახევარ საათში გაგვათავისუფლეს, როგორც ჩანს, ახლა შევდივართ ისეთ ფაზაში, რომელიც ჯერ არ ყოფილა ამ ქვეყანაში, ეს არის ის, რასაც ვისმენდით ჩვენი რუსი კოლეგებისგან: როგორ იდევნებოდნენ, როგორ ახშობდნენ ყველაფერს, რასაც თავისუფლებასთან იყო დაკავშირებული“ - ამბობს თურაძე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics