07:57 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-11 19:53:05, 568 ნახვა

საზოგადოება
განაჩენის გამოცხადებას საქალაქო სასამართლოში ხმაური მოჰყვა, აქცია ეზოში გაგრძელდა

საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილებმა, აქციებზე დაკავებული 8 პირის პატიმრობაში დატოვება გააპროტესტეს. დაცვის სამსახურის თანამშრომლები ფოიედან პატიმრების მხარდამჭერებს აძევებდნენ.

ერთ-ერთი მოქალაქე მანდატურს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ დაცვის თანამშრომელმა ხელი ზურგში ჩაარტყა. 

სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, თორნიკე გოშაძის დედა კომენტარს აკეთებს - პატიმრის მშობელი აცხადებს, რომ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის მიერ გამოტანილი განაჩენი მოულოდნელი არ ყოფილა.

"ესენი არ არიან ადამიანები, ესენი არიან საქონლები" - ამბობს თორნიკე გოშაძის დედა და ასევე საკუთარ შვილს მიმართავს - "მე არაფრის მეშინია, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემ გვერდით იყო".

პატიმრების მხარდასაჭერად დაკავებული ჟურნალისტის, ნიკა კაციას ძმაც იმყოფება. 

როგორც ლაშა კაცია "პირვლებეთან" ამბობს, არანაირი მოლოდინი არ აქვს გარდა იმისა, რომ "რეჟიმი ჩამოემხობა და "ქართული ოცნება" ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება".

ერთადერთი მიზეზით ვარ აქ, ის ადამიანები, ვინც ამ რეჟიმმა დაატყვევა, მათ მხარდასაჭერად. ყველანი ჩემი ძმები არიან, ყველანი ჩემი მეგობრები არიან და მათთან ერთად, მათი თავისუფლებისთვის და საქართველოსთვის ვიბრძვი მეც, მეტი არაფერი. მოლოდინი, რაც შეეხება არაფრის მოლოდინი არ მაქვს აბსოლუტურად, მაქვს იმ დღის მოლოდინი, როცა ეს რეჟიმი ჩამოემხობა და დამთავრდებიან ერთხელ და სამუდამოდ'', - ამბობს ლაშა კაცია.

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ, პროევროპული აქციების დროს უკანონოდ დაკავებული ბრალდებულები - ვეფხია კასრაძე, ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი პატიმრობაში დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics