|
2025-01-11 14:40:11, 619 ნახვა
სამართალი
საპროტესტო აქციებზე დაკავებულებს საზოგადოებრივი ადვოკატები დაენიშნებათ
საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ხუთი პირისთვის საზოგადოებრივი ადვოკატები დაინიშნება. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც ბრალდებულებმა და მათმა ადვოკატებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი მოთხოვნა მოსამართლეს სხდომის დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით უკმაყოფილების საფუძველი გახდა, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ადვოკატების განმარტებით, მათ პროცესში მონაწილეობის გაგრძელებაზე უარი არ უთქვამთ, თუმცა ბრალდებულებისთვის და თავად ადვოკატებისთვის სათანადო სამუშაო პირობებს ითხოვენ. დაკავებულებიდან ოთხი: ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გორგაძე, ზვიად ცეცხლაძე და ირაკლი მიმინოშვილი, 21 წლამდე ასაკის პირები არიან. კიდევ ერთი ბრალდებული, ინსაფ ალიევი, ქართული ენის არცოდნის გამო სავალდებულო დაცვას საჭიროებს. შესაბამისად, აღნიშნულ პირთათვის საზოგადოებრივი ადვოკატების ჩართვა კანონით გათვალისწინებულია. დანარჩენი ბრალდებულების შემთხვევაში, პროცესის გაგრძელებას მხარეთა არ გამოცხადება ხელს არ უშლის. სასამართლო პროცესი დროებით შეჩერებულია, სანამ საზოგადოებრივი ადვოკატები საქმეში ჩაერთვებიან. ბრალდებები და სასჯელის ზომა ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში ედავებიან. მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ხუთ ბრალდებულს, გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ფონიჭალაში ტრაგედიის ადგილზე მოქალაქეებს ყვავილები, სანთლები და სათამაშოები მიაქვთ
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო – დააცარიელეთ სურვილების სია
მოსამართლემ ზაზა ბიბილაშვილი სხდომიდან გააძევა
გაგა გიგაშვილი 3 წლის თაიაზე: 8 საათის განმავლობაში ხელში სათამაშო და თმის სამაგრი ეჭირა. დაახლოებით კორპუსის სამი სართულის ნანგრევები ეყარა ბავშვს თავზე
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



