07:56 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-10 11:32:25, 549 ნახვა

საზოგადოება
სანდრო კაკულია - მე მგონია, რომ დაკავებული ადამიანების ცხოვრებით, მათი ოჯახის წევრების და ჩვენი ნერვებით ვაჭრობს ერთი ადამიანი

მე მგონია, რომ დაკავებული ადამიანების ცხოვრებით, მათი ოჯახის წევრების და ჩვენი ნერვებით, ამ ადამიანების ბედ-იღბლით ვაჭრობს ერთი ადამიანი ხან საფრანგეთთან, მერე ტრამპთან. ეს ერთი ადამიანი, რა თქმა უნდა, არის ბიძინა ივანიშვილი , - ამის შესახებ მსახიობმა სანდრო კაკულიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.

სანდრო კაკულია და ასევე, კიდევ სხვა მსახიობები სასამართლოში დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად იმყოფებიან, რომლის მიმართაც სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გადასინჯვაზე უნდა იმსჯელოს.

სანდრო კაკულიას თქმით, არსებული ვითარების ფონზე, რთულია მსჯელობა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს სასამართლო.

“ისეთ დროებაში ვცხოვრობთ, რომ მოლოდინების ქონა მგონია, რომ ცოტა ნორმალური არ არის. საქმე გვაქვს ექსპერიმენტების ჩამტარებელ დანაშაულებრივ ჯგუფთან. ექსპერიმენტებში ვგულისხმობ იმას, რომ დარბევების დროს ქიმიური ექსპერიმენტები ატარეს, მერე ცემის და წამების ექსპერიმენტები, “მინივენებიდან” რომ სკამები ამოიღეს, წყლის ჭავლში რაღაც მომწამლავ ნივთიერებებს ურევდნენ, ამიტომ,მოლოდინებზე საუბარი ძალიან რთულია. მე მგონია, რომ დაკავებული ადამიანების ცხოვრებით,მათი ოჯახის წევრების და ჩვენი ნერვებით, ამ ადამიანების ბედ-იღბლით ვაჭრობს ერთი ადამიანი ხან საფრანგეთთან,მაკრონთან, მერე ტრამპთან. ეს ერთი ადამიანი, რა თქმა უნდა, არის ბიძინა ივანიშვილი. ამ ერთი ადამიანის უკან არის პუტინი, ამიტომ, მოლოდინი, რა უნდა მქონდეს, არ ვიცი”, - განაცხადა სანდრო კაკულიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics