08:40 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-09 20:43:03, 634 ნახვა

საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან – პროტესტი 43-ე დღესაც გრძელდება

9 აპრილის მემორიალთან, რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან.

დემონსტრანტებმა აქციის დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ოკუპირებული გალის, სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის ხსოვნას.

მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან გზის გადაკეტვას ცდილობენ, თუმცა საპოლიციო კორდონი მათ ამის საშუალებას არ აძლევს. პარლამენტის ტერიტორიაზე საპატრულო პოლიცია მობილიზებულია.

აღსანიშნავია, რომ პროტესტი უკვე 43-ე დღესაც გრძელდება. მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა რჩება ახალი არჩევნების ჩატარება და აქციების პერიოდში დაკავებული პირების გათავისუფლება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics