|
2025-01-08 16:05:15, 590 ნახვა
საზოგადოება
პროტესტი თეატრალურ უნივერსიტეტში: გაფიცულ სტუდენტებს უნივერსიტეტის დატოვების შემთხვევაში დაბრუნება აეკრძალათ
თბილისის თეატრალურ უნივერსიტეტში სტუდენტური პროტესტი მწვავდება. უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა, ახალი გადაწყვეტილება მიიღო: თუ რომელიმე გაფიცული სტუდენტი უნივერსიტეტის შენობას დროებით დატოვებს, ის უკან ვეღარ დაბრუნდება. ეს შეზღუდვა 23-დღიანი პროტესტის მონაწილე ახალგაზრდებს უნივერსიტეტში დარჩენას აკრძალავს. სტუდენტები პროტესტს სამი მოთხოვნით აგრძელებენ: ახალი არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რექტორის გადადგომა. რექტორის ახალი გადაწყვეტილების ფონზე, სტუდენტები გაჩერებას არ აპირებენ. „რაც მეტ წინააღმდეგობას ვიღებთ, პროტესტი უფრო გაძლიერდება. ეს გადაწყვეტილება რექტორის მხრიდან სადამსჯელო ღონისძიებაა, თუმცა ჩვენ ამას არ შევუშინდებით,“ – განაცხადა სტუდენტმა ნინი გოგიამ. მისი თქმით, დილით გავრცელდა ვიდეომასალა, რომელიც ასახავს გიორგი შალუტაშვილის გადაწყვეტილებების მკაფიო დოკუმენტაციას, რამაც სტუდენტებს რექტორის გადადგომის მოთხოვნა გაამყარა. „ახლაც იგივე რეაქცია მივიღეთ: თუ შენობიდან გავალთ, უკან ვეღარ დავბრუნდებით. ეს არის ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიება, მაგრამ ჩვენი პასუხი უცვლელია – რაც უფრო შეეცდებიან ჩვენს გაჩუმებას, მით უფრო ხმამაღალი იქნება ჩვენი პროტესტი,“ – დასძენს გოგია. სტუდენტების წინააღმდეგ არაერთი შეზღუდვა დაწესდა. იყო შემთხვევა, როდესაც გაფიცულებისთვის საკვების შეტანა აიკრძალა. მიუხედავად ამისა, სტუდენტები პროტესტს არ წყვეტენ და აცხადებენ, რომ სამივე მოთხოვნის შესრულებამდე უნივერსიტეტის დატოვებას არ აპირებენ.
ტრამპის ელჩებმა რუსეთი და უკრაინა გააფრთხილეს მშვიდობის დამყარების ბოლო შესაძლებლობის ხელიდან გაშვების რისკის შესახებ
ტრამპი და რუსი ოლიგარქები დაკავშირებული არიან Deutsche Bank-ის ფულის გათეთრებასთან
აქუბარდია - გაბედეს და საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული ნარატივის შემცველი კითხვა დასვეს
ყიფშიძის ქუჩაზე პირი მეორე პირს ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ ცივი იარაღით მოკლა, ბრალდებულიც დაჭრილია
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



