11:17 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-06 13:11:07, 507 ნახვა

სამართალი
ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ალექსი მამულიასა და ვანო ჯაფიაშვილს პატიმრობა შეუფარდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 26 დეკემბერს უკანონოდ დაკავებულ ალექსი მამულიასა და ვანო ჯაფიაშვილს ორ თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ალექსი მამულია გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმია. 

უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია 30 დეკემბერს გაავრცელა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე „დეზერტირის დასახმარებლად გადავიდნენ“.

მათი მტკიცებით, რუსეთის მოქალაქე, გვარად მამარდაშვილი სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას ცდილობდა, რაშიც მამულია და ჯაფიაშვილი ეხმარებოდნენ. ამავე განცხადებით მიხედვით, მამარდაშვილი რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.

სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ, საქართველოს ორი მოქალაქის უკანონო დაკავებაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია 26 დეკემბერს გაავრცელა. 26-ში გავრცელებული განცხადებით მიხედვით, ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics