11:22 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-05 17:24:24, 545 ნახვა

საზოგადოება
საბერიოში დაღუპული ხუთივე ბავშვი დები იყვნენ, უმცროსი რვა თვის იყო

გალის რაიონში ხანძრის შედეგად დაღუპული ხუთი ბავშვი დები იყვნენ, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის. საგანგებო სიტუაციების ე.წ სამინისტროს უფროსი ლევ კვიცინიამ განაცხადა..

„ხუთივე გოგოა. ნათესავებთან ვამოწმებთ მათ ასაკს. მათ თქვეს, რომ ყველაზე უმცროსი გოგონა რვა თვის იყო, უფროსი 8 წლის“, - განაცხადა კვიცინიამ.

ბავშვების ბებია ცოცხალია, განმარტა სამაშველო სამსახურის უფროსმა. ბავშვების მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ.

„გოგონების დედა საავადმყოფოში იყო, მამამ მოინახულა. შვილებთან ერთად ერთადერთი ზრდასრული ბებია იყო“, - აღნიშნა ლევ კვიცინიამ.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ის იყო, რომ ბავშვების ბებიამ გაზქურის დანთებისას ნავთი და ბენზინი აერია.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 5 იანვარს დილით მოხდა მრავალშვილიან ოჯახში. მოზარდები სახლში ბებიასთან ერთად იყვნენ. ბებია ხანძარს გადაურჩა.

ადგილობრივების ცნობით, თავდაპირველად ცეცხლი გაუჩნდა ძველ სადენებს ოთახში, სადაც ბენზინი ინახებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს - კახეთში 100 კგ-მდე კანაფი ამოიღეს, დაკავებულია 3 პირი
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics