11:23 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-04 15:15:30, 673 ნახვა

საზოგადოება
როგორ ხსნის "ვისოლი" სარეკლამო რგოლიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრების ამოჭრას

კომპანია განმარტავს, რომ მსახიობთან კონტრაქტი 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით ჰქონდათ, ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს.

"ვისოლი" ირწმუნება, რომ კადრის ამოჭრა შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან არ არის დაკავშირებული და რომ მომავალშიც სიამოვნებით ითანამშრომლებენ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესთან. 

"მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობდა “ვისოლის”  ლოიალობის აპლიკაციის სარეკლამო კლიპში. რეკლამა სატელევიზიო ეთერში აპლიკაციის შემახსენებელი კომუნიკაციის ფარგლებში განმეორებით გავიდა 2024 წლის სექტემბრიდან, რაზეც მსახიობთან დავდეთ დამატებითი კონტრაქტი. ახალი შეთანხმების საფუძველზე  მისი მონაწილეობით კადრის გამოყებების ნებართვა კომპანიას ჰქონდა 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით. შესაბამისად, კომპანიამ
მხოლოდ და მხოლოდ დაიცვა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი კადრის ამოჭრა შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან არის რაიმე სახით დაკავშირებული, არის სრული აბსურდი, მტკნარი სიცრუა და დეზინფორმაცია. აქვე ვაცხადებთ, რომ ჩვენი კომპანია მომავალშიც, ნებისმიერ დროს, სიამოვნებით ითანამშრომლებს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესთან", - განმარტავს კომპანია.

შეგახსენებთ, რომ მსახიობს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს - კახეთში 100 კგ-მდე კანაფი ამოიღეს, დაკავებულია 3 პირი
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics