|
2025-01-02 09:41:49, 532 ნახვა
საზოგადოება
პენსია 35 ლარით იზრდება
2025 წლიდან პენსია 35 ლარით იზრდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 10 დეკემბერს განაცხადა. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 8 მილიარდ 820 მილიონი ლარის ოდენობით. ასიგნებების ფარგლებში გათვალისწინებულია, რომ მოსახლეობის სოციალური დაცვაზე – 6 მილიარდ 353 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯოს, მათ შორის: საპენსიო უზრუნველყოფა – 4 მილიარდ 498 მილიონი ლარი, რომლის ფარგლებშიც, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია იზრდება 35 ლარით და 2025 წლის იანვრიდან განისაზღვრება 350 ლარით. 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია, ასევე, იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. „სახელმწიფო კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ზედა ზღვრის ოდენობა განისაზღვრება 1 035 ლარით, ხოლო ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ზედა ზღვრის ოდენობა განისაზღვრება 1 235 ლარით“, – წერია რელიზში. უწყების ცნობით, მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარებაზე ჯამში 1 მილიარდ 639 მილიონ ლარამდე გამოიყოფა: „აღნიშნული თანხის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების, ასევე, დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა სოციალური გასაცემლის ზრდა 35 ლარით, ასევე, გათვალისწინებულია 120 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახების 16 წლამდე ბავშვების ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარების დაფინანსება“. 2025 წელს სოციალური შეღავათებისთვის მაღალმთიან დასახლებებში გათვალისწინებულია 113,0 მლნ ლარი. უწყება ამბობს, რომ პენსიის ზრდის შესაბამისად, იზრდება საპენსიო დანამატის მოცულობაც. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის დაფინანსება შეადგენს 95,0 მილიონ ლარს. რაც შეეხლება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას – გათვალისწინებულია 1 მილიარდ 859 მილიონი ლარი, მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება შეადგენს 1 მილიარდ 220 მილიონ ლარს. „პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების ზრდა; სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა – 100 მილიონი ლარი; დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა – 112 მილიონ ლარზე მეტი; იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობა – 268 მილიონი ლარი“, – აცხადებს უწყება.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)