|
2024-12-25 10:31:31, 557 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი - ქუთაისის ფსიქიატრიულში ყურადღება გამახვილდა დაწესებულების გადატვირთულობაზე, მძიმე ინფრასტრუქტურულ და სანიტარულ მდგომარეობაზე
„2024 წლის 24 დეკემბერს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ქუთაისის ფსიქიატრიული კლინიკა მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ დაწესებულებაში მყოფი პაციენტების უფლებრივ მდგომარეობას. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. როგორც აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქუთაისის ფსიქიატრიულ კლინიკაში მძიმე ინფრასტრუქტურულ და სანიტარულ მდგომარეობაა. „2024 წლის 24 დეკემბერს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ქუთაისის ფსიქიატრიული კლინიკა მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ დაწესებულებაში მყოფი პაციენტების უფლებრივ მდგომარეობას. ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერეს კლინიკის ფიზიკური გარემო, პაციენტთა საცხოვრებელი ოთახები, სასადილო სივრცე, სველი წერტილები, ეზო, გაესაუბრნენ პაციენტებს, დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და თანამშრომლებს. ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დაწესებულების გადატვირთულობაზე, მძიმე ინფრასტრუქტურულ და სანიტარულ მდგომარეობაზე, დაწესებულების ეფექტურად მართვისა და საჭიროებების დროულად უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი რესურსების სიმცირეზე, ასევე, დამხმარე პერსონალის დაბალ ანაზღაურებაზე. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს, ამდენად, სახალხო დამცველი მომავალშიც განაგრძობს ფსიქიატრიულ სტაციონარებში განთავსებული პირების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას და შესაბამის რეკომენდაციებს წარმოადგენს საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)