|
2024-12-24 14:01:59, 491 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია - თბილისის საჭიროებებისთვის მომავალ წელს 2 მილიარდ 455 მლნ ლარი დაიხარჯება. 2025 წელს განსახორციელებელი პროგრამები და პროექტები დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ წარადგინა. ხმალაძის განცხადებით, აღნიშნული თანხიდან ინფრასტრუქტურის მიმართულებით გათვალისწინებულია 707 მლნ ლარი. კერძოდ: გზები - 155 მლნ ლარი; სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მათ შორის ავტობუსების შეძენა - 183 მლნ ლარი; კეთილმოწყობის ღონისძიებები - 86 მლნ ლარი; ხიდები, კოლექტორები, საყრდენი კედლები - 24 მლნ ლარი; ავარიული სახლების გამაგრება-ჩანაცვლება - 21 მლნ ლარი; პარკების მოწყობა-რეაბილიტაცია - 52 მლნ ლარი; თბილისის განვითარების ფონდის პროექტები - 46 მლნ ლარი; სპორტული მოედნები, მათ შორის ვერის კორტების რეაბილიტაცია - 11 მლნ ლარი; ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია - 14 მლნ ლარი. თბილისის ვიცე-მერის თქმით, მიმდინარე და საოპერაციო ხარჯებს შორისაა გათვალისწინებული საბავშვო ბაგა-ბაღების სუბსიდია - 218 მლნ ლარი; ტრანსპორტის სუბსიდია - 396 მლნ ლარი; დასუფთავების ღონისძიებებისთვის 125 მლნ ლარი; ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების პროგრამებისა და პროექტების ჯამური ბიუჯეტია 533 მლნ ლარი. როგორც ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, დონორების დაფინანსებით განსახორციელებელ პროექტებს შორისაა მდგრადი ურბანული მობილობის პროექტი (KfW), თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი (EBRD) და თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროგრამა (მოძრავი შემადგენლობების განახლება) (AIIB). ამ და სხვა პროექტებისთვის დონორების დაფინანსება ჯამურად 100 მლნ ლარს შეადგენს. გარდა ამისა, მომავალ წელს განსახორციელებელ მსხვილ პროექტებს შორისაა 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის პროექტი, რომელიც გარდამავალია და მომავალ წელს ამისთვის 145 მლნ ლარია გამოყოფილი; ვერის პარკის რეაბილიტაცია და სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; 5 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა; ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია; ჭადრაკის სასახლის ფასადის რეაბილიტაციისთვის მომდევნო წელს დაიხარჯება 7 მლნ ლარი, რაც შედის მთლიანად რეაბილიტაციისთვის განსაზღვრულ 34 მლნ ლარში. გარდა ამისა, განხორციელდება კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, გამაგრდება ფერდი წყნეთის გზატკეცილზე; განხორციელდება რუსთაველის გამზირის, ასევე ჭავჭავაძის გამზირი - ბაგების დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაცია; ამავე ქუჩებზე მოეწყობა ნარჩენების მიწისქვეშა ურნები და გარე განათება.
მათიკაშვილი - პირდაპირი მსგავსებაა სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს
ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
ირანის ბლოკადის აღდგენის შემდეგ თეირანთან დაკავშირებული დაკავებული სავაჭრო გემების რაოდენობამ 115-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)