|
2024-12-18 10:15:54, 568 ნახვა
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და კახეთში უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, რუსთავში, მდინარე მტკვარზე ორი მოქალაქე უკანონო თევზჭერას გასაბერი ნავიდან, თევზჭერის ელექტროიარაღის საშუალებით ახდენდა. მათ უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული 15 კგ ხრამულის სახეობის თევზი. ფაქტის აღკვეთისას, დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომელს, ერთ-ერთმა ბრაკონიერმა ნიჩბით თავის არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტზე პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის - უკანონო თევზჭერის გარდა, ძალადობის მუხლითაც დაიწყო. „მდინარე მტკვრის კალაპოტიდან, გასაბერი ნავისა და ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდა უკანონო თევზჭერას 2 მოქალაქე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის მიმდებარედაც. სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული 9 კგ-ზე მეტი ხრამულის სახეობის თევზი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინეს კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე. სამართალდამრღვევს, თევზჭერის ელექტროიარაღის გამოყენებით, უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული ხრამულის სახეობის 4 კგ თევზი. ვინაიდან აღნიშნული ფაქტებიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მაჭავარიანი – ვერც რევოლუციას მოგვიწყობენ, ვერც ოპოზიციისთვის ჩატარებული კამპანიებით მოგვიგებენ არჩევნებს
ტრამპმა ირანთან ომის დროს ლოს-ანჯელესისა და სან-დიეგოს განადგურება დაუშვა
Le Figaro: საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების გამო 1.8 ათასი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
კახეთში ყურძენი 13 200-მდე მევენახემ დააბინავა, მათი მოსავლის 99% მაღალი და საშუალო ხარისხისაა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)