15:55 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-14 13:19:06, 466 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საჩხერის რეგიონულ ლაბორატორიაში სურსათის დიაგნოსტიკის მიმართულებით კვლევების გაძლიერება იგეგმება

საჩხერის რეგიონულ ლაბორატორიაში გამართულ სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საჩხერის მერი ლევან ივანაშვილი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი დაესწრნენ.

საჩხერეში გამართულ შეხვედრაზე, ლაბორატორიაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან ერთად, ლაბორატორიის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

სტუმრებმა ლაბორატორიაში არსებული საერთაშორისო დონის აპარატურა დაათვალიერეს.

„მნიშვნელოვანია რეგიონულ დონეზე მოხდეს ლაბორატორიული სერვისების გაძლიერება. ძლიერი ლაბორატორიის არსებობა პირდაპირ უწყობს ხელს ჯანსაღი პროდუქციის წარმოებას. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, აქტიურად აგრძელებს რეგიონული ლაბორატორიების განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საერთაშორისო დონის კვლევის მეთოდების მიწოდებას”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მუხრან შამათავა  და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის თითქმის ერთი წლის შემდეგ პირველად აშშ-ში ჩავიდა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი გორში ფესტივალის გაუქმების დაგმობის გამო, ევროკავშირს თავს ლუქსემბურგიდან ესხმის
პაპუაშვილი – ე.წ. უწყვეტი პროტესტი მიმართულია იქითკენ, თავის თავს რაღაცნაირად დააჯერონ, რომ არსებობენ
ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს უსაფრთხოების მიზეზით გორში ფესტივალ კამარას გადადების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics