15:55 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-12 14:28:54, 428 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის დირექტორთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

„საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის დირექტორთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიმდინარე წლის 11-12 დეკემბერს ბელგიაში, ქალაქ ბრუსელში გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ საბჭოზე შემუშავებულ იქნა პოსტევროპის ერთიანი პოზიცია რითიც ქვეყნები წარსდგებიან მსოფლიო საფოსტო კავშირის კონგრესზე რომელიც გაიმართება არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში 2025 წელს. ასევე განხილულ იქნა ევროპის საფოსტო ოპერატორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფისა და საფოსტო სექტორის სტრატეგიის საკითხები.

მნიშვნელოვანია, რომ „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრად 2025 წლის ჩათვლით არის არჩეული. ასევე, ლევან ჩიკვაიძე საბჭოში არსებული სტრატეგიული კომიტეტისა და საუკეთესო პრაქტიკის კომიტეტის წევრია. 

ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის დირექტორთა საბჭო 11 წევრისგან შედგება.

საქართველოსთან ერთად, საბჭოს წევრები არიან შემდეგი ქვეყნების საფოსტო ოპერატორების წარმომადგენლები: შვეიცარია, ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ჰოლანდია, პოლონეთი, თურქეთი, ნორვეგია, ავსტრია.

ევროპის საფოსტო ასოციაცია PostEurop აერთიანებს 53 ევროპული ქვეყნის 55 საფოსტო ოპერატორს და უზრუნველყოფს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და მდგრად განვითარებას. ორგანიზაცია იმართება დირექტორთა საბჭოს მიერ, რომელიც საოპერაციო დონეზე უზრუნველყოფს საფოსტო სექტორის სტრატეგიის განხორციელებას.

ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის თითქმის ერთი წლის შემდეგ პირველად აშშ-ში ჩავიდა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი გორში ფესტივალის გაუქმების დაგმობის გამო, ევროკავშირს თავს ლუქსემბურგიდან ესხმის
პაპუაშვილი – ე.წ. უწყვეტი პროტესტი მიმართულია იქითკენ, თავის თავს რაღაცნაირად დააჯერონ, რომ არსებობენ
ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს უსაფრთხოების მიზეზით გორში ფესტივალ კამარას გადადების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics