|
2024-12-08 15:42:41, 2931 ნახვა
საზოგადოება
რესპუბლიკის მოედანზე მედიის მხარდამჭერი აქცია იმართება
რესპუბლიკის მოედანზე ამ წუთებში ჟურნალისტები მედიის მხარდამჭერ აქციას მართავენ. ადგილზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. აქციაზე სხვადასხვა მედიასაშუალების ოპერატორები, ფოტოგრაფები და ჟურნალისტები არიან შეკრებილი. აქციის მონაწილეები მხარდაჭერას მედიის იმ წარმომადგენლებს უცხადებენ, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდნენ. პარალელურად, მედიის მხარდამჭერი აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზეც მიმდინარეობს. აქციები იმართება გორსა დ ქუთაისშიც. შეგახსენებთ, გუშინ 7 დეკემბერს, „TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს საპროტესტო აქციაზე ნიღბიანი პირები სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორივე მათგანი მიღებული დაზიანებებით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)