21:10 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-06 00:22:56, 595 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ზენონი - მივმართავ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ შეჩერდეს წამება - ამ ბოროტების წინააღმდეგ ხმა ავიმაღლოთ

მივმართავ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ შეჩერდეს წამება... ხმა ავიმაღლოთ ამ ბოროტების წინააღმდეგ,- ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

მეუფე ზენონის განცხადებით, „ამ დროისათვის გავრცელებული არაერთი ინფორმაციით ადგილი აქვს ჩვენი თანამემამულების წინააღმდეგ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას, რასაც ადასტურებს არაერთი მსხვერპლი“.

„ამ დროისათვის გავრცელებული არაერთი ინფორმაციით ადგილი აქვს ჩვენი თანამემამულების წინააღმდეგ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას, რასაც ადასტურებს არაერთი მსხვერპლი. 
საქართველოს კონსტიტუციის 8,9,10 მუხლები, აგრეთვე სახელმწიფოსა და  ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუცირი შეთანხმების მუხლი 1.1 ავალდებულებენ  სახელმწიფოს და ეკლესიას იხელმძღვანელონ და დაიცვან საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ   აღიარებული პრინციპები  და ნორმები ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს ქრისტიანული მოძღვრება. 
მოგეხსენებათ, საქართველოს სახელმწიფო შეერთებულია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ კონვენციას და აღიარებს კონვენციით გათვალისწინებულ წამების საწინააღმდეგო  კომიტეტის კომპეტენციას. 
მივმართავ შესაბამის  უწყებებს დაუყონებლივ შეჩერდეს  წამება.
ვალდებული ვართ ხმა ავიმაღლოთ ამ ბოროტების წინააღმდეგ!“- წერს მეუფე ზენონი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
თვითნებურად მოწყობილ ავტო რბოლას არასრულწლოვანი ემსხვერპლა – დააკავეს 2 პირი
2024 წელს მელიაზე თავდასხმისთვის 1 პირს, ასევე, მელიას გარემოცვის 2 წევრს ბრალი წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics