14:06 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-05 23:38:26, 497 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და აფეთქების მომზადების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და აფეთქების მომზადების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინა, რომ თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ბრალდებულებმა დააორგანიზეს და მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ ძალადობაში,რის შედეგადაც  ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო არაერთმა პირმა. დაზიანდა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების ქონება, დაზიანებულია თბილისის მერიის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურა.

„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 18,229-ე მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics