|
2016-03-01 13:13:18, 772 ნახვა
სამართალი
მასწავლებელი, რომელსაც მოსწავლეების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებდნენ, დაკავებულია
იმერეთის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი რომელსაც მოსწავლეების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებდნენ დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1962 წელს დაბადებული გ. კ. არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა იმერეთის ერთ-ერთ სოფელში სამი მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. მათივე ცნობიტ, სამართალდამცველებმა ბრალდებული მიმდინარე წლის 27 თებერვალს თბილისში დააკავეს. გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 141-ე მუხლით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, ფიზკულტურის 54 წლის პედაგოგს 6, 12 და 14 წლის ბავშვების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედება ბრალი.
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
როგორ ეხმარება მუსიკა უცხოეთში მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)