19:42 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-02 00:23:02, 415 ნახვა

საზოგადოება
ჩვენი ვალია, დავიცვათ ქვეყნის ევროპული მომავალი - სეუ-ს სტუდენტებისა და ლექტორების ნაწილის განცხადება

"ჩვენი ვალია, დავიცვათ ქვეყნის ევროპული მომავალი... ვგმობთ ძალადობას, რომელსაც მიმართავენ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები", - ამის შესახებ სეუ-ს სტუდენტებისა და ლექტორების ნაწილის განცხადებაშია საუბარი.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) სტუდენტებისა და თანამშრომლების ნაწილის განცხადება:

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) თანამშრომლები და სტუდენტები ვაცხადებთ, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება საფრთხეს უქმნის ყველა, მათ შორის განათლების სფეროს თავისუფლებას. მიმდინარე მოვლენები მკვეთრად გასცდა პოლიტიკურ პროცესებს და იქცა ჩვენი ერისა და სახელმწიფოს მომავლის განმსაზღვრელ უმნიშვნელოვანეს პროცესად.

ევროპული ინტეგრაციის შეჩერება ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გაცხადებულ მიზნებს.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის უმნიშვნელოვანესია განათლება. მივიჩნევთ, რომ ჩვენი ვალია, დავიცვათ ქვეყნის ევროპული მომავალი, ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა და არჩევანის თავისუფლება.

ასევე, ვგმობთ ძალადობას, რომელსაც მიმართავენ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები პროტესტის მონაწილეების მიმართ, რომელთა შორისაც არიან ჩვენი სტუდენტები და ლექტორები.

გვჯერა, რომ სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქვეყნის ხარისხიანი განათლებისა და თანაბარი შესაძლებლობების გარანტი, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
მოსამართლე მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის ასკ-ის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics