21:17 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-27 13:30:40, 376 ნახვა

საზოგადოება
სონღულაშვილი - ქართული ღვინისა და სხვა აგროსასურსათო პროდუქციის ცნობადობის ამაღლების მიზნით, მარკეტინგული აქტივობები განხორციელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გამოსვლისას ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და  ექსპორტის  განვითარებაზე ისაუბრა.

„ქართული ღვინისა და სხვა აგროსასურსათო პროდუქციის ცნობადობის ამაღლების მიზნით განხორციელდება მარკეტინგული აქტივობები და ბაზრების დივერსიფიკაციაზე მიმართული პროგრამები. აღნიშნული სამუშაოების გაწევის შემდეგ, მოლოდინი გვაქვს, რომ 2028 წლისთვის ღვინის ექსპორტმა 500 მლნ დოლარი უნდა შეადგინოს, აგრობიზნესის გამოშვებამ 24 მლრდ ლარს, ხოლო აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა - 2,3 მლრდ დოლარს უნდა მიაღწიოს“,  - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მევენახეობა-მეღვინეობაზე და აღნიშნა, რომ უკანასკნელ წლებში, 70%-ით გაიზარდა ვენახების ფართობი, აგრეთვე, გაზრდილია ყურძნის გადამუშავება 52 000 ტონიდან 300 000 ტონამდე, ხოლო ღვინის ექსპორტი 65 მლნ დოლარიდან 259 მლნ დოლარამდე, აღნიშნულის შედეგად კი, მევენახეების შემოსავალი გახუთმაგდა, 70 მილიონიდან 350 მილიონამდე.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინმისტრონ ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics