21:18 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-27 12:47:23, 377 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - თბილისის მერიამ ზამთრის ახალგაზრდული ბანაკების პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

მიმდინარე წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით, თბილისის მერიის ზამთრის ახალგაზრდული ბანაკების პროგრამა განხორციელდება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ბანაკებში მონაწილეობის საშუალება ექნება 13-29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს.

“როგორც მოგეხსენებათ, თბილისის მერიას აქვს არაერთი პროგრამა ახალგაზრდების ფორმალური თუ არაფორმალური განათლების ხელშესაწყობად. ამჯერად, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ზამთრის ბანაკების პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება არაფორმალური განათლების მიმართულებით. პროგრამა გასულ წლებში ითვალისწინებდა მხოლოდ სტუდენტთა  ჩართულობას, თუმცა მოთხოვნის გათვალისწინებით, მიმდინარე წლიდან, მასში მონაწილეობის საშუალება ექნება 13-29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. პროგრამა განხორციელდება 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით.

ზამთრის ბანაკების პროგრამა მოიცავს ბანაკებს 11 სხვადასხვა მიმართულებით, ესენია: ხელოვნური ინტელექტი, რობოტიკა, კინოხელოვნება, ვიდეოგრაფია, საერთაშორისო სამართალი, ინგლისური ენა, საჯარო გამოსვლა, მართვის ფსიქოლოგია, პროექტის წერა, მოხალისეობრივი საქმიანობა, დამოკიდებულების მქონე პირების რესოციალიზაცია. პროგრამით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულიად უფასო. ზამთრის ბანაკებში მონაწილეობას მიიღებს 400-მდე ახალგაზრდა“,- აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ პროგრამებზე რეგისტრაცია განხორციელდება დღეიდან ვებგვერდზე - www. youthtbilisi.ge

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics