16:37 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-19 09:38:12, 545 ნახვა

სამართალი
პოლიციამ „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე დააკავა

პოლიციამ, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეების დაშლის დროს, „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ბარამიძე პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც ის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.

როგორც „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში წერს, სამართალდამცველები ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ჩვენი ოპერატორი სერგი ბარამიძე სცემეს სასტიკად გადაღების დროს და დააკავეს“,- წერს კვესიტაძე „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, მანამდე, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც რამდენიმე საათი უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობდა, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა აქცია დაშალეს.

პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ასევე გაათავისუფლა აქციის მონაწილეების კარვებისგან, ადგილზე განთავსებული მანქანები კი, ევაკუატორის საშუალებით გაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ ჭავჭავაძის გამზირზე კარვების გაშლა 17 ნოემბერს დაიწყეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ პროტესტის აღნიშნული ფორმა 18 ნოემბრის 20:00 საათამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა გუშინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეები, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ, პროტესტს თსუ-ს მიმდებარედ გააგრძელებდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე შესაძლოა 4 ნოემბერს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლონ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა რუსეთის მხრიდან საქართველოს, მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ საფრთხის შესახებ.
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
ვარშავაში ეუთოს კონფერენციაზე საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების დროს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ კვლევა წარმოადგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics