02:04 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-14 15:41:57, 468 ნახვა

მსოფლიო
The Guardian - ირანი გეგმავს „სამკურნალო კლინიკის“ გახსნას ქალებისთვის, რომლებიც ჰიჯაბის ტარების კანონებს არ იცავენ

ირანი აცხადებს, რომ აპირებს გახსნას "სამკურნალო კლინიკა" ქალებისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჰიჯაბის ტარებასთან დაკავშირებულ სავალდებულო კანონებს. ამის შესახებ  ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, "სამკურნალო კლინიკის" გახსნის შესახებ განცხადება გააკეთა თეირანის "სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის" შტაბის ქალთა და ოჯახის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მეჰრი თალები დარესტანმა.

დარესტანის განცხადებით, კლინიკა ქალებს შესთავაზებს "მეცნიერულ და ფსიქოლოგიურ მკურნალობას ჰიჯაბის მოცილებისთვის".

ამ განცხადების გამო, უფლებადამცველი ჯგუფები და ირანელი ქალები აღშფოთებას გამოხატავენ.

"კლინიკის გახსნის იდეა, სადაც უმკურნალებენ ქალებს, რომლებიც ჰიჯაბის კანონებს არ იცავენ, არც ისლამურია და არც ირანის კანონს შეესაბამება.  შემაშფოთებელი ვარ, რომ ეს განცხადება თეირანის "სათნოების ხელშეწყობისა და პრევენციის" შტაბის ქალთა და ოჯახის დეპარტამენტიდან გაკეთდა, რომელიც უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის უშუალო უფლებამოსილებას ექვემდებარება",- განაცხადა ირანელი ადამიანის უფლებათა ადვოკატიმა, ჰუსეინ რაისისმა.

როგორც მედია წერს, აღნიშნული ამბავი გავრცელდა "ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება" საპროტესტო ჯგუფებსა და სტუდენტ ქალებში, რამაც შიში და წინააღმდეგობა გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics