|
2024-11-14 09:26:32, 353 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარადგინა
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატიდან რესპუბლიკელი სენატორი, მარკო რუბიო წარადგინა სახელმწიფო მდივნის პოსტზე. რუბიო "იქნება ჩვენი ქვეყნის ძლიერი დამცველი, ჩვენი მოკავშირეების ნამდვილი მეგობარი და უშიშარი მებრძოლი, რომელიც არასდროს დაიხევს უკან ჩვენს მეტოქეებთან" - ამბობს ტრამპი 13 ნოემბრის განცხადებაში. ოფიციალურ განცხადებამდე პრესაში უკვე გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტისთვის შეარჩია მარკო რუბიო - რომელიც სენატის სადაზვერვო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე და სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წევრია. რუბიო პლატფორმაზე X წერს, რომ მისთვის პატივია პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან გამოცხადებული ნდობა, და რომ იგი ყოველდღიურად იმუშავებს ტრამპის საგარეო პოლიტიკის პროგრამის განსახორციელებლად. ტრამპის ლიდერობის პირობებში "ჩვენ მოვიტანთ მშვიდობას სიძლიერით და ამერიკელების და ამერიკის ინტერესებს ყოველთვის ყველაფერზე წინ დავაყენებთ" - წერს რუბიო. რუბიოს კანდიდატურის დამტკიცებას სენატის თანხმობა დასჭირდება - სადაც რესპუბლიკელებს უმრავლესობა ექნებათ ახალ კონგრესში. მარკო რუბიო ჩინეთისა და ირანისადმი მკაცრი პოზიციითაა ცნობილი. საინტერესოა რომ 2014 წლის მაისში სენატორი, მარკო რუბიო ვანო მერაბიშვილის დაკავებას გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელა, სადაც შეშფოთებას გამოთქვამს ყოფილი პრემიერ მინისტრისა და ოპოზიციის ლიდერის დაკავების გამო. “წლების განმავლობაში საქართველო დემოკრატიისა და თავისუფლების მოდელს წარმოადგენდა რეგიონში. მე ღრმად შეშფოთებული ვარ, ყოფილი პრემიერ მინისტრისა და ოპოზიციის ლიდერის, როგორც ჩანს პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებით.” სენატორი წუხს, რომ 2013 წელს არჩევნებიდან 2014 წლამდე 100-ზე მეტი ყოფილი მაღალჩინოსანი დააპატიმრეს. ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოს მოპირდაპირე ქუჩას მოკლული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის სახელის დარქმევა მარკო რუბიოს ინიციატივა იყო.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)