|
2024-11-13 17:52:51, 1658 ნახვა
რეგიონი
ნინო ნიჟარაძე სარეაბილიტაციო ცენტრების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას დაესწრო
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სარეაბილიტაციო ცენტრების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანს არსებული პროგრამების ეფექტურობის, მათ შორის აუტიზმის პროგრამის მიმდინარეობის და შედეგების განხილვა წარმოადგენდა. შეხვედრას მინისტრი ნინო ნიჟარაძე, ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე, სამინისტროს და ბათუმის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2024 წელს ბავშთა რეაბილიტაციის 5 პროგრამას ახორციელებს. ამ ეტაპისთვის პროგრამაში ჩართულია 3 072 ბენეფიციარი. მომავალ წელს სამინისტრო ჯამში სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვის რეაბილიტაციის 22 920 კურსს დააფინანსებს.
ლე პენი აცხადებს, რომ მზადაა ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს
Bloomberg: პუტინმა ნატოს შემცირება აშშ-სთან უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პირობად დაასახელა.
სალომე ზურაბიშვილი - ოცნებამ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა
ევა გოცირიძე ნიკა გვარამიას - ირღვეოდა თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები და იყო თუ არა ამაზე პასუხისმგებელი ენმ?
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)