16:38 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-13 12:45:00, 437 ნახვა

სამართალი
სეზონის გახსნიდან 2 თვეში, უკანონო ნადირობის 400 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან ორ თვეში უკანონო ნადირობის 400 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი - 96 ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში.   91 სამართალდარღვევაა გამოვლენილი იმერეთში,  58 - შიდა ქართლში, 46 - მცხეთა-მთიანეთში, 37 - ქვემო ქართლში, 35 - გურიაში, 12 - კახეთში, ასევე 12 - სამცხე-ჯავახეთში, 7 - აჭარაში, 2 კი - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.

"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 4 ფაქტი აღკვეთეს ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 382 აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტებია. 18 შემთხვევაში  სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ,  ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 27 ერთეული მწყერი.

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 2 თვეში ამოღებულია 381 ერთეული ფრინველის მოსაზიდი ხელნაკეთი ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა.

უკანონო ნადირობის ფაქტების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ნადირობის სეზონის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე შესაძლოა 4 ნოემბერს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლონ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა რუსეთის მხრიდან საქართველოს, მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ საფრთხის შესახებ.
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
ვარშავაში ეუთოს კონფერენციაზე საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების დროს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ კვლევა წარმოადგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics