|
2024-11-12 11:26:28, 369 ნახვა
საზოგადოება
ირინე წაქაძემ ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების მიზნით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების მიზნით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ირინე წაქაძე პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა, რომლის მონაწილეებმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ბავშვთა მიმართ ძალადობის დასასრულებლად განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ, ყურადღება გაამახვილა, საქართველოში, ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით მიღწეულ წარმატებებზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ნორმები ორიენტირებულია ბავშვთა მიტოვების პრევენციასა და ოჯახების მხარდამჭერი სერვისების უზრუნველყოფაზე. “ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ მთელი რიგი პროცედურები დაამტკიცა, რომელიც უწყებებს შორის კოორდინირებულ მუშაობას უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში, ფუნქციონირებს 24-საათიანი გადაუდებელი რეაგირების მექანიზმი, რომლებიც უზრუნველყოფს არასრულწლოვანების წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევებზე სწრაფ რეაგირებას, ასევე - ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დაცვის მექანიზმებს. 2022 წლიდან, ზრუნვის სააგენტოში ფუნქციონირებს ფსიქოლოგიურ-სოციალური სერვის ცენტრი. ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის ინსტიტუციების დეინსტიტუციონალიზაცია და ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარება, წლების განმავლობაში, სახელმწიფოს პრიორიტეტული მიმართულებაა“,- განაცხადა წაქაძემ. მინისტრის მოადგილემ, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში, ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს ხედვებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. კონფერენციის ფარგლებში, ირინე წაქაძემ თემატურ შეხვედრებსა და სხვა პანელურ დისკუსიებშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა, საკუთარ გამოცდილებაზე, ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. კონფერენციას ასევე ესწრებოდა კოლომბიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით ქალაქი ბრაზილია), ზურაბ მჭედლიშვილი. მინისტრთა პირველი გლობალური კონფერენცია, ბოგოტაში, კოლომბიის რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიება მსოფლიოს ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების, ბავშვთა მიმართ ძალადობის შეწყვეტის, სახელმწიფო ვალდებულებების განახლების, ასევე - აღნიშნულ საკითხებში ბავშვებისა და მოზარდების ჩართულობის და საბოლოოდ, ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების მიზნით გაიმართა. კონფერენცია შვედეთის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მხარდაჭერით ჩატარდა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)