21:23 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-04 10:44:45, 697 ნახვა

საზოგადოება
ქართული ღვინის კომპანიები Daejeon International Wine Festival-ში მონაწილეობდნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს და  კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქალაქ დეჯონში საერთაშორისო ფესტივალზე Daejeon International Wine Festival ქართული ღვინის 8 მწარმოებლის, როგორც დიდი კომპანოების, ასევე მცირე მარნების ღვინო იყო წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ქართული ღვინის მსგავს მასშტაბურ ღონისძიებებზე   წარდგენა ემსახურება  საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას.

"სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართველ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი პროდუქცია წარედგინათ ადგილობრივი ღვინის პროფესიონალებისთვის, რაც    ქართული ღვინის  ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის  წინაპირობაა. 

ფესტივალს კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი თარაშ პაპასქუა დაესწრო.

კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის პირველი წარდგენა 2015 წელს  გამოფენაზე Seoul Interenational Wines and Spirits Expo გაიმართა. ამ წლების განმავლობაში განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, ექსპორტი მზარდია: მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან კორეის რესპუბლიკაში 68 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 50%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოემზადე Black Friday-სთვის - აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მრავალფეროვანი შეთავაზებები
ქვიშხეთთან მომხდარ ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა
ვაკეში, ყიფშიძის 9 ნომრის მიმდებარე კორპუსის ავტოსადგომზე ცეცხლსასროლი ჭრილობით, გვამი ნახეს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი Platform გაიხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics