|
2024-10-30 13:19:39, 401 ნახვა
საზოგადოება
ქარქაშაძე - საქართველო სწრაფად მზარდი საავიაციო ბაზარია - გვაქვს ამბიცია, ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გავხდეთ
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, საბერძნეთის დედაქალაქში გამართულ ჩრდილოეთ ამერიკისა და ცენტრალური ევროპის აეროპორტების თემატიკისადმი მიძღვნილ რიგით 28-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, ირაკლი ქარქაშაძემ, რომელიც კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო, რეგიონალური აეროპორტების განვითარებაზე, აეროდრომებისა და საჰაერო სივრცის უსაფრთხოდ მართვაზე ისაუბრა. მათივე ინფორმაციით, ქარქაშაძემ ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს აეროპორტებში ბოლო პერიოდში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სიახლეები გააცნო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოვებისა და თბილისის ახალი აეროპორტის შესახებ ისაუბრა, რომლის მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება 2029 წელს იგეგმება. “საქართველო სწრაფად მზარდი საავიაციო ბაზარია და ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ამ მიმართულებით ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გავხდეთ. ჩვენს აეროპორტებში თითქმის ყველა წამყვანი ევროპული ავიაკომპანიაა წარმოდგენილი, რომელთა საშუალებითაც, ჩვენ წლის ბოლომდე აეროპორტებში რეკორდულ რაოდენობას - 7 მლნ-მდე მგზავრს ველოდებით. ჩვენი გეგმაა, რომ თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი სამომავლოდ, გახდეს რეგიონალური საავიაციო ჰაბი და იყოს კონკურენტრუნტუნარიანი ტრანზიტული მგზავრების მიმართულებითაც. ბოლო წლებში, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია აეროპორტების უსაფრთხოების კუთხით და რეგიონში დღეს ჩვენ საავიაციო უშიშროების მიმართულებით ლიდერები ვართ და ეს ICAO-ს აუდიტმაც აღიარა. რაც ნიშნავს, რომ საქართველოს აეროპორტებში ამ მიმართულებით გატარებული ჩვენი პოლიტიკა - სწორია. მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ქვეყნის სიდიდით მეორე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების კუთხითაც. სადაც დავიწყეთ ახალი, 3, 5-კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა. რაც საშუალებას მოგვცემს დიდი ზომის საჰაერო ხომალდები ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მივიღოთ და მოვემსახუროთ. განვითარებისთვის და გაფართოვებისთვის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენს აეროპორტებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვა, ასევე კოლაბორაცია უფრო მსხვილ საერთაშორისო აეროპორტებთან და სიახლეებისა და ახალი იდეების გაცვლა ამ მიმართულებით“,- განაცხადა ქარქაშაძემ. ათენში გამართულ სამდღიან კონფერენციაში შეერთებული შტატებიდან, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის აეროპორტების ხელმძღვანელები და ოფიციალური პირებიც მონაწილეობდნენ. ყოველწლიური კონფერენცია ათენის საერთაშორისო აეროპორტის მიერ იყო ორგანიზებული. ირაკლი ქარქაშაძემ მონაწილეობა კონფერენციის სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრაშიც მიიღო.
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
ირაკლი კირცხალია - გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, ამის მაგალითია იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების სია, მათ შორის არიან სუხიშვილები, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე
სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)