06:01 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-24 19:28:00, 515 ნახვა

მსოფლიო
გუტერეში - ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტით - გვჭირდება მშვიდობა ლიბანში, უკრაინასა და სუდანში

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ყაზანში, BRICS-ის სამიტის ფარგლებში გამართული გაფართოებული შეხვედრის მონაწილეებს მიმართა.

როგორც გუტერეშმა აღნიშნა, მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა ღაზაში, ლიბანში, უკრაინასა და სუდანში.

"ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტით, ყველა მძევლის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლებით, ჰუმანიტარული საჭიროებების შეუფერხებლად დაკმაყოფილებით. ჩვენ უნდა მივაღწიოთ შეუქცევად პროგრესს ოკუპაციის დასასრულებლად და ორ სახელმწიფოზე დაფუძნებულ გამოსავალს.

ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ლიბანში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტით. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა უკრაინაში, სამართლიანი მშვიდობა გაერო-ს წესდების, საერთაშორისო სამართლისა და გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა სუდანში, რომ ყველა მხარემ დაადუმოს იარაღი და მხარი დაუჭიროს გრძელვადიან მშვიდობას",- განაცხადა ანტონო გუტერეშმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics