|
2024-10-23 10:23:35, 643 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ენერგეტიკულ ობიექტებზე საჰაერო თავდასხმების ორმხრივმა შეწყვეტამ, შეიძლება, ომის ცხელი ფაზა დაასრულოს
ენერგეტიკულ ობიექტებზე საჰაერო თავდასხმების ორმხრივმა შეწყვეტამ, შესაძლოა, ომის ცხელი ფაზა დაასრულოს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებსა და სატვირთო გემებზე საჰაერო თავდასხმების შეწყვეტამ, შესაძლოა, გზა გაუხსნას მოლაპარაკებებს. "ენერგეტიკასა და ნაოსნობის თავისუფლებას როდესაც ეხება საქმე, ამ საკითხებში შედეგის მიღწევა იქნებოდა სიგნალი იმისა, რომ რუსეთი, შესაძლოა, მზად არის ომის დასასრულებლად. პირველი სამიტის დროს დავინახეთ, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვესხმით თავს მათ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, ისინი არ ესხმიან თავს ჩვენსას. შეიძლება, ამან გამოიწვიოს ომის ცხელი ფაზის დასრულება? ვფიქრობ, რომ კი",- აღნიშნა ზელენსკიმ. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, თუ მოსკოვი და კიევი ერთმანეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტაზე თუ შეთანხმდებიან, ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი კონფლიქტის დეესკალაციისკენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)